გრანტის ნომერი: PHDF-19-3671
სათაური: გეოპარკის დაგეგმარება და მისი პერსპექტივები კავკასიაში რაჭის რეგიონის მაგალითზე
დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:26.09.2019-26.12.2021
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ჭიჭინაძე
ძირითადი პერსონალი: თამარ ჭიჭინაძე
ანოტაცია
საკვლევი თემა ეხება გეოპარკის დაგეგმვას რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში - კონკრეტულად რაჭის მხარეში. რაჭაში დაცული ტერიტორიების არც ერთი კატეგორია არ არსებობს. გეოპარკი კი ეს არის დაცული ტერიტორიების ახალი კატეგორია, რომელიც იქნება სიახლე როგორც რაჭაში, ასევე საქართველოში და მთელს კავკასიაში. გეოპარკის დაგეგმვის შემთხვევაში, რეგიონში განვითარდება გეოტურიზმი. დღევანდელ განვითარებულ ქვეყნებში, გეოპარკი და გეოტურიზმი ეს არის სოციალურ-ეკონომიკური ახალი სტრატეგია სოფლების განვითარებისთვის. დღეს, როცა რაჭის რეგიონი განიცდის მკაცრ დეპოპულაციას, გეოტურიზიმი იქნება ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგია რეგიონის სოფლების განვითარებისთვის. თუ ჩვენ რეგიონში განვავითარებთ გეოტურიზმს, გეოპარკის ვიზიტორთა ცენტრებში დასაქმდებიან ადგილობრივი ახალგაზრდები, მნიშვნელოვნად გაიზრდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროდუქტების წარმოება, რეგიონში გაჩნდება ახალი შემოსავლის წყარო. გეოპარკი და გეოტურიზმი ეს არის ახალი, მაგრამ გამოცდილი სტრატეგია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის ოცმა, აზიის სამმა (მალაიზია, იაპონია, ირანი) ავსტრალია ერთმა და სამხრეთ ამერიკა ერთმა (ბრაზილია) ქვეყნებმა. მოხდა სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურის მოგროვება და გაცნობა. პროექტის ფარგლებში შედგა სამუშაო ვიზიტი გისენის უნივერსიტეტში. უმთავრესი მიზანი იყო გეოაპრკების კონცეფციების, კონცეფციის განვითარების ძირითადი ელემენტების, გეოპარკის დაგეგმარების სხვადასხვა მიდგომების გაცნობა. ევროპის რამდენიმე გეოპარკის გაცნობის შემდეგ, გამოიკვეთა გერმანული მოდელის, კერძოდ ,,ვესტერვალდ-ლან-თაუნუსის ეროვნული გეოპარკის“ მსგავსი გეოპარკის დაგეგმარებისთვის შმუშავდეს მეთოდები, მოინიშნოს არეალები და სხვა. ამისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის კომპლექსური კვლევა, თუმცა პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ გეოპარკი ეს არის უნიკალური გეოლოგიური უბანი და მემკვიდრეობა, რომელსაც მოაქვს რეგიონისთვის ეკონომიკური სარგებელი და მნიშვნელოვანი ისტორიული და გეოლოგიური წარსული. დამუშავდა გეოპარკის კონცეფცია. მოხდა საპილოტე რგიონის კომპლექსური კვლევა, შედგა თემატური, კომპლექსური, ანალიზური რუკები, გამოიცა მონოგრაფია სადაც განხილულია გეოპარკის დაგეგმარების პერსპექტივები რაჭის რეგიონში, გამოიცა 3 სტატია უცხოეთში.